ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მაჭახელაში დღეს აქცია გაიმართება

19 თებ 2019

მაჭახლის ხეობის მოსახლეობა დღეს აქციას გამართავს. ისინი „მაჭახელა ჰესის“ დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ. „სილქროუდჯგუფის“ შვილობილი კომპანია ხეობაში გვირაბული ტიპის ჰესის მშენებლობას გეგმავს.

ჰესის მშენებლობას ამ დროისთვის 3 500-მდე ხელმომწერი ეწინააღმდგება. მაჭახლის ხეობის მკვიდრები პრემიერ- მინისტრისთვის ოფიციალური მიმართვას ამზადებენ. მათი მოთხოვნა იმ მემორანდუმის გაუქმებაა, რომლის საფუძველზეც „სილქროუდჯგუფის“ შვილობილი კომპანია „მაჭახელა ჰესი“ ხეობაში გვირაბული ტიპის ჰესის მშენებლობას გეგმავს.