რეზისტენტული ტუბერკულოზის მაჩვენებელი აჭარაში მაღალია

18 თებ 2019

ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით აჭარა საქართველოს მასშტაბით პირველ სამეულშია. საქართველო კი ევროპის ქვეყნებს ჩამორჩება გადამდები დაავადების გავრცელების კლების ტენდენციით. აჭარაში ყოველწლიურად, საშუალოდ 200-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. საერთო მაჩვენებლებში კი მეტი წილი ე.წ. წამალგამძლე, ანუ რეზისტენტულ ტუბერკულოზზე მოდის.

მედიკოსები სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულებებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვას ურჩევენ და მიუთითებენ, რომ ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი თამბაქოა. გადამდებ დაავადებასთან ბრძოლის მიზნით რეგიონი გასულ წელს შეუერთდა ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას, პროგრამას მხარს უჭერს აჭარის მთავრობა.