მახინჯაურსა და განთიადს 22:00 საათზე წყალის მიწოდება აღუდგება

18 თებ 2019

მახინჯაურის ტერიტორიაზე ავარიულად დაზიანდა წყალმომარაგების მილი რის გამოც აბონენტებს წყლის მიწოდება 4 საათით შეეზღუდება.

''სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით, 18:00 საათიდან, 22:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება მახინჯაურის და განთიადის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს'' - ინფორმაციას ''ბათუმის წყალი'' სოციალურ ქსელში ავრცელებს