ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

17 თებ 2019

ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო.  დღეს ერთმანეთს  ბათუმისა და ზესტაფონის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ანგარიშით 3:1 ზესტაფონელთა გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს თასის გათამაშება პარაოლიმპიელთა ეგიდით, აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებს შორის, ორ ეტაპად მიმდინარეობს. გამარჯვებული  გუნდები მეორე ეტაპზე იასპარეზებენ.