ბათუმში, პუშკინისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში, ავარია მოხდა

17 თებ 2019

ბათუმში, პუშკინისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში, ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა..
აჭარის სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
საპატრულო პოლიციამ ინციდენტში მონაწილეები ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.