''მაჭახელა ჰესის'' მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს აქციას გონიოში გამართავენ

16 თებ 2019

მაჭახლის ხეობაში ჰესის აშენებას, დღეს გონიოში გააპროტესტებენ. მოსახლეობას მოძრაობა „სიტყვის კაცები“ დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებზე  ინფორმაციას მიაწოდებენ. ჰესის მშენებლობას ამ დროისთვის 3 500-მდე ხელმომწერი ეწინააღმდგება. მაჭახლის ხეობის მკვიდრები პრემიერ- მინისტრისთვის ოფიციალური მიმართვას ამზადებენ. მათი მოთხოვნა იმ მემორანდუმის გაუქმებაა, რომლის საფუძველზეც „სილქროუდჯგუფის“ შვილობილი კომპანია „მაჭახელა ჰესი“ ხეობაში გვირაბული ტიპის ჰესის მშენებლობას გეგმავს.