ბათუმის აეროპორტში ისრაელის მოქალაქის ბარგში ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს

12 თებ 2019

11 თებერვალს ბათუმის აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.  48 აბი ნარკოტიკული ნივთიერება ისრაელის მოქალაქეს ი.ტ-ს ეკუთვნოდა.

''ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ი.ტ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (48 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.