პროექტი „წერილები ჯარისკაცებს“

11 თებ 2019

 მოსწავლეებმა თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის დაწერილი წერილები გადასცეს. ამის  გარდა მოსწავლეებმა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის ასეულის სამხედროებს მათთვის სასურველი შეკითხვები ტელეხიდის საშუალებით დაუსვეს. 

ამ ეტაპზე ავღანეთში 2400 წერილი გაიგზავნა, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საქართველოს მასშტაბით 7 ქალაქის - მათ შორის  ბათუმის სკოლებიდან შეაგროვა.    „წერილები ჯარისკაცებს" თავდაცვის, იუსტიციისა  და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.