ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანია

10 თებ 2019

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა, 2018 წლის საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის.

გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მამაკაცებს შორის საუკეთესოდ, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე დასახელდა.

მეორე ადგილზე ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე კი – ინდონეზიელი ეკო იული ირავანი გავიდა.

ქალებს შორის საუკეთესოდ ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა.