აქცია ''მოხალისემიმტანი''

31 იან 2019

აქცია ,,მოხალისემიმტანი. თავისუფალი სივრცე ერთადერთი სოციალური კაფეა ბათუმში რომელიც სხვადასხვა სოციალურ აქტივობას მართავს. აქ დასაქმებულია ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - მერაბ ხალვაში და რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში - თამარ სირაძე შეუერთდნენ. ისინი მიმტანის ფორმაში გამოწყობილები 19:00 საათიდან 23:00 სათამდე ემსახურებოდნენ კაფე თავისუფალი სივრცის სტუმრებს.

რექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ თავს მიმტანის ამპლუაში კარგად გრძნობდა. მან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს , ასევე საჯარო მოხელეებს მოუწოდა შეუერთდნენ აქციას და მოიხადონ თავიანთი სოციალური პასუხიმგებლობა.

აქცია ,,მოხალისემიმტანი’’ ემსახურება სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მოხალისეობის ჯანსაღი მიდგომების დამკვიდრებას.