01 თებ 2019
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, წითელას აცრის გაკეთებაზე უარის თქმა სტუდენტის სტატუსის შეჩერებას არ გამოიწვევს.
მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტს სტატუსის შეჩერებით დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუ ის არ წარადგენდა დოკუმენტს, რომლის თანახმად, წითელას ვირუსზე აცრა გაიკეთა.