რეგისტრაცია 12 აგვისტოს იწურება

04 აგვ 2016

8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 4 საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია დასრულებულია. ამდენივე პოლიტიკური პარტიის განაცხადი კი შესწავლის პროცესშია. პარტიების რეგისტრაციის ვადა 12 აგვისტოს იწურება. უმაღლეს საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის გუშინ “საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ” მიმართა.