დღეს თურქეთში გადასვლა შეზღუდულია

30 იან 2019

დღეს, 31 იანვარს, რვა საათის განმავლობაში მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლებენ. ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, შეზღუდვები სარფის საბაჟოზე, მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნას უკავშირდება.

საქართველოს დროით 11:00-19:00 საათამდე, (თურქეთის დროით 10:00-18:00) მანქანებისა და მოქალაქეების გატარება დროებით შეჩერდება.   

საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ​ ახალი დერეფნის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას.