ქედაში სოციალურ სახლში ბინას 12 ოჯახი მიიღებს

29 იან 2019

ქედაში, სოციალური სახლის ბენეფიციართა შერჩევის შემაჯამებელი სხდომაზე, სოციალურ სახლში მობინადრეთა ვინაობა განისაზღვრა. კომისიამ 55 განცხადებიდან 12 შეარჩია, რომელთა ვინაობაც ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. ამის შემდეგ  ბინებს  ოფიციალურად გადაცემენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის, სამოქალაქო სექტორის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს  წარმომადგენელბისაგან დაკომპლექტებული  კომისიამ გუშინ ბოლო სხდომა გამართა. საცხოვრებელი ფართი ქედის მერიამ დაბა ქედაში,  სახოკიას ქუჩაზე ყოფილ სამკერვალო საწარმოში მოაწყო, რომლისთვისაც  აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 668 ათასი ლარი დაიხარჯა.