31 იანვარს თურქეთში გადასვლა 8 საათით იზღუდება

27 იან 2019

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 31 იანვარს, რვა საათის განმავლობაში მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლებენ.

სარფის საბაჟოზე, მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება. საქართველოს დროით 11:00-19:00 საათამდე  მანქანებისა და მოქალაქეების გატარება დროებით შეჩერდება.   

საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ​ ახალი დერეფნის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას.