ილია მეორემ სრულიად საქართველოს ნინოობა მიულოცა

26 იან 2019

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, წირვა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მოსაყდრე მეუფე შიოსთან ერთად  აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ კი, მრევლს ქადაგებით მიმართა, ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს და სრულიად საქართველოს ნინოობა მიულოცა. პატრიარქმა ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნის პერიოდიც გაიხსენა.