„ვისწავლოთ ებრაული ენა“

26 იან 2019

 „ვისწავლოთ ებრაული ენა“ - აჭარაში ებრაული ენის უფასო სწავლების შემსწავლელი არაფორმალური კურსი იწყება. პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც ტურიზმის მიმართულებით, მომსახურების  სფეროშია დასაქმებული. პირველ ეტაპზე სასწავლო კურსს 40 მსმენელი გაივლის, ებრაულ ენას მსურველებს 4 თვის განმავლობაში მოწვეული სპეციალისტი შეასწავლის.

პროექტს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფინანსებით, შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ ახორციელებს. პროექტის პრეზენტაცია  აჭარის   სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა.