ლევან ჩხაიძეს დღეს დაკრძალავენ

26 იან 2019

ჟურნალისტსა და ტელეწამყვან ლევან ჩხაიძეს დღეს ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში, 21 იანვარს, ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ის ბოლოს ტვ “ პირველის” წამყვანი იყო, მანამდე კი, სხადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს.