მოსახლეობა ხელვაჩაურის მაჟორიტარს ჰესების პრობლების მოგვარებას თხოვს

24 იან 2019

ხელვაჩაურის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ილია ნაკაშიძე შეხვდა და  მუშაობის წლიური ანგარიში შეაჯამა. მოქალაქეების შეკითხვებს ადგილობრივი ხელისუფლების და სამინისტროების წარმომადგენლებიც პასუხობდნენ.

ძირითად პრობლემად მაჭახლის და კირნათი-მარადიდის ჰესის მშენებლობა დასახელდა, ადგილობრივები  გზის  და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც ითხოვენ.

შეხვედრას  პარლამენტში აჭარის სხვა დეპუტაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.