ტენდერი №1 სკოლის კორპუსებს შორის დამაკავშირებელი კონსტრუქციის მოსაწყობად

24 იან 2019

პირველ საჯარო სკოლაში ახალ კორპუსებთან დამაკავშირებელი გადასასვლელის მშენებლობისთვის განათლების სამინისტრომ  ტენდერი გამოაცხადა.  სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებული კომპანია თებერვლის ბოლომდე გამოვლინდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის  სამინისტროს ბიუჯეტიდან 38 ათას 145 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები არდადეგების პერიოდში დაიწყება , რომელიც 1 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.