უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა

03 აგვ 2016

დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე იმსჯელეს დღეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომაზე.  კომისიის წევრებს დღეს არ უმსჯელიათ  მიხეილ სააკაშვილის 31 ივლისის ვიდეოჩართვაზე, რომელიც საიას მიერ სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციად შეფასდა. როგორც იცით, ამ საკითხზე  საიამ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება საჭიროდ მიიჩნია და უსკოს მიმართა.