ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

20 იან 2019

ტელეკომპანია “პირველის” წამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 

33 წლის ტელეწამყვანის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლევან ჩხაიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მედია საშუალებებში: “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია”, “რადიო მაესტრო”, რადიო Jako FM და “პირველი”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს.