''ჯეოსელისა'' და ''მაგთის'' აბონენტებისთვის მომსახურების ტარიფები იცვლება

20 იან 2019

''მაგთის“, ''ჯეოსელისა“და ''სილქნეტის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იცვლება. „მაგთის“ შემთხვევაში განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კი პირველი მარტიდან.

მნიშვნელოვნად იზრდება ჯეოსელის “მეტი S”-ის და მაგთის “მარტივი 25” -ის ღირებულება. 

კომპანია ჯეოსელში განმარტავენ, რომ 1 მარტიდან კომპანია სატარიფო ცვლილებებს გეგმავს. ''როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს'' - წერია კომპანიის ვებგვერდზე.

რა შეიცვლება მომხმარებლებისთვის:

 

პაკეტი "მეტი S"

აქამდე ჯეოსელის აბონენტებს "მეტი S"-ის შეძენა 5 ლარად შეეძლოთ, 18 თებერვლიდან 7 ლარის გადახდა მოუწევთ.

ფასის ზრდასთან ერთად 100-დან 300 MB-მდე გაიზარდა ინტერნეტის მოცულობა, SMS-ების კი 100-დან 300-მდე.

პაკეტი "მეტი M"

პაკეტი "მეტი M"-ის ღირებულება 18 თებერვლიდან 15 ლარი ხდება. გაზრდილი თანხის პირობებში 300 MB-დან 1 000 MB-მდე იზრდება ინტერნეტპაკეტი, 1 000 ნაცვლად კი ულიმიტო SMS-ებია გათვალისწინებული.

რაც შეეხება პაკეტს "მეტი უსასრულო", ის 5 ლარით ძვირდება და 30 ლარი ეღირება. პაკეტში 500 MB-ით არის გაზრდილი ინტერნეტი.

აქამდე ადგილობრივ ქსელებზე უსასრულო წუთები, 1 GB  და უსასრულო SMS, 25 ლარი ღირდა. 

დეტალური ინფორმაცია ახალ პაკეტებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://bit.ly/2W7GRi3​ 

რაც შეეხება მაგთიკომს, ტარიფს ''მაგთიც'' ცვლის. 18 თებერვლიდან კომპანია მომხმარებელს სთავაზობს განახლებულ პაკეტ „მარტივს“, ნაცვლად „მარტივი 25“-სა. პაკეტში ინტერნეტის მოცულობა 500 მეგაბაიტით იზრდება.

კომპანიის ვებგვერდზე წერია:

პაკეტი - „მარტივი“

მობილური ინტერნეტი: 1500 მბ (1000 მბ-ის ნაცვლად).

ლოკალური ზარები: ულიმიტო;

SMS/MMS: ულიმიტო;

პაკეტის ღირებულება - 30.

• იცვლება „მაგთიკომის“ ინტერნეტპაკეტების პირობები. თუ აქამდე აბონენტებს 500 MB ინტერნეტის შეძენა სამ ლარად შეეძლოთ, ახლა მინიმალური პაკეტია 1 GB – ხუთ ლარად.

1 გბ – 5 ლარი

3 გბ – 9 ლარი

5 გბ – 12 ლარი

20 გბ – 20 ლარი

• მაგთის მოქმედი მობილური ინტერნეტის საფასური ასეთი იყო:

500 მგ – 3 ლარი

1 გბ – 5 ლარი

2 გბ – 7 ლარი

4 გბ – 10 ლარი

6 გბ – 15 ლარი

ინფორმაცია მაგთიკომის ახალ ტარიფებთან დააკავშირებით ნახეთ ლინკზეhttps://bit.ly/2RUN7KN