19 იან 2019
დაბა ხულოს კეთილმოწყობისთვის 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. დაგეგმილია ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე სკვერების, კიბეებისა და ბილიკების მოწყობა.
სამუშაოები ჩაუტარდება მრავალბინიანი სახლების ეზოებს. წელს უნდა დასრულდეს შარშან დაგეგმილი გარდამავალი პროექტებიც.