წითელას ახალი შემთხვევები აჭარაში არ გამოვლენილა

19 იან 2019

აჭარაში წითელას ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ინფექციის  მასიურად გავრცელების პრევენციის მიზნით  პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში უფასო ვაქცინაცია ტარდება.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის   ცენტრის ინფორმაციით, არაგეგმური აცრა 150-ზე მეტმა   მოქალაქემ გაიკეთა. რისკჯგუფებს, 20-დან 41 წლამდე ასაკის ადამიანები, ასევე 1 დან 5 წლამდე ბავშვები განეკუთვნებიან, რომელთაც  არ ჩატარებიათ აცრები  ან არასრულად აქვთ ვაქცინაცია გაკეთებული.

მათ,  ვისაც უკვე აქვს გადატანილი დაავადება, დაინფიცირება  არ ემუქრებათ.   პრევენციის მიზნით ამბულატორიები  შაბათ-კვირასაც  მუშაობენ. აცრის ჩატარება  ბათუმში  შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:  სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ბათუმის პოლიკლინიკა" "საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი"  "ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა" "ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" რეგიონის მუნიციპალიტეტებში აცრის ჩატარება შესაძლებელია რაიონული საავადმყოფოების ამცრელ კაბინეტებში.