ექსტრემალური გართობა მტირალაზე

02 აგვ 2016

ახლა აგვისტოს დასაწყისია და მტირალას ეროვნულ პარკს დღეში საშუალოდ 500-მდე ვიზიტორი სტუმრობს - ამას იქ დასაქმებულები გვეუბნებიან.  რეკორდული მაჩვენებელი თურმე გასული  ორი დღის განმავლობაში  დაფიქსირდა - ჯამში 2 000 სტუმარი.  ეს ციფრი გუშინ  სავარაუდოდ, ჩემმა კოლეგებმა ლაშა ველიაძემ და უჩა დევაძემ დაამრგვალეს.