რატომ არ განიხილავს სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს უსკო?

02 აგვ 2016

მიხეილ სააკაშვილის 31 ივლისის ვიდეოჩართვას, რომელიც საიას მიერ სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციად შეფასდა  და  რომლის თაობაზეც ორგანიზაციამ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება საჭიროდ მიიჩნია, უსკო არ განიხილავს.  განმარტეს, რომ კომისიას მსგავს საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების უფლებამოსილება არ აქვს.