აფეთქების შედეგად 4 გარდაცვლილი - 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

15 იან 2019

ფოტო: არქივი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ოფიციალური მონაცემებით, აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია.