სოფელ მეძიბნასა და ზუნდაგაში თემის ახალი სამედიცინო პუნქტები გაიხსნა

15 იან 2019

სოფელ მეძიბნასა და ზუნდაგაში თემის  ახალი სამედიცინო პუნქტები გაიხსნა. შენობებში განთავსდა ინვენტარი და მომარაგდა სამედიცინო მედიკამენტებით. თემის სამედიცინო პუნქტებში ადგილობრივებს პირველად დახმარებას უწევენ და დაახლოებით 50-ზე მეტ ოჯახს ემსახურება.  

ქედის მერიაში ამბობენ, რომ ამბულატორიების რეაბილიტაცია  შარშან დასრულდა და წელს კი სამედიცინო პუნქტების რემონტია დაგეგმილი.