ძლიერმა ქარმა სოფელ კვატიაში სახლს სახურავი გადახადა

15 იან 2019

ხულოში, სოფელ კვატიაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ხოზრევანიძეების 5 წევრიანი ოჯახი, ამ ეტაპზე, თავს მეზობლებს აფარებს. 

ხულოს მერიაში ამბობენ, რომ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის. განხილვის შემდეგ გადაწყდება რა სახის დახმარებას გაუწევენ სტიქიით დაზარალებულებს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.