სესხების განულების პროექტში დამატებით 14 საფინანსო კომპანია ჩაერთი

15 იან 2019

პრობლემური სესხების განულების პროექტში დამატებით 14 საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირველიდან  15 იანვრის პერიოდში, პრობლემური სესხების განულების პროექტში კიდევ 14-მა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და გაყიდა საკუთრებაში არსებული სესხები. ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 609 ათას 542 მსესხებლის,  მილიონ 360 ათას  991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4 მილიარდ 27 მილიონ 99 ათას 783 ლარს.

ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი  ეტაპის გავლა:მსესხებლის პირადი ნომრის,  დაბადების თარიღის შეყვანა და  უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.