ადაპტირება და ლიფტების უსაფრთხოება

14 იან 2019

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის თავზე კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა შენობების ადაპტირება და უსაფრთხოება. საფრთხის შემცველია ლიფტები, რომლებიც ახალ და ძველ კორპუსებში გვხვდება და რომლითაც მოქალაქეები დღის განმავლობაში რამდენჯერმე სარგებლობენ.

ამასთან, მოქალაქეები ხარჯებზე საუბრობენ - მათ მერიასთან ერთად ლიფტების გამოცვლა, მხოლოდ თანადაფინანსების შემთხვევაში შეუძლიათ. უსაფრთხოებასთან ერთად პრობლემაა ლიფტების ადაპტირება.