ახალი სამთო ალპინისტური აღჭურვილობა მყინვარებზე გლაციოლოგიური ექსპედიციებისთვის 

14 იან 2019

გარემოს ეროვნული  სააგენტოს  სპეციალისტები მყინვარებზე   გლაციოლოგიურ ექსპედიციებს ახალი სამთო ალპინისტური აღჭურვილობებით, საველე სპეც-ტანსაცმლით და მაღალი გამავლობის ავტომობილების საშუალებით   განახორციელებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები  მყინვარებზე  მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, სამუშაოები   რთულ, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მიმდინარეობს.  გარემოს ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტებს  უწყების ხელმძღვანელი შეხვდა.