სამი საშეჯიბრო დღე და ზედიზედ მესამე მარცხი ჰაცუ ბაშოზე

14 იან 2019

ჰაცუ ბაშოზე მესამე საშეჯიბრო დღე  ლევან გორგაძემ კიდევ ერთი მარცხით დაასრულა. ტოშინოჩინი  მიოგირიუსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა. ახლა ქართველის  ბალანსი 0:3-ზეა.

გორგაძის მომდევნო მეტოქე ტამავაში იქნება, ვისთანაც 16:9-ს იგებს,~ რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოტორს გაგამარუს, მან ჩიონოუმი დაამარცხა და ბალანსი 2:1-ზე გაუხდა.

თეიმურაზ ჯუღელის მომდევნო მეტოქე ცურუგიშო იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 3:4-ზეა.