ძველით ახალი წლის აღსანიშნავად ქედაში კონცერტი გაიმართა

14 იან 2019

ძველით ახალი წლის აღსანიშნავად  ქედაში კონცერტი გაიმართა. ახალი წლის ღონისძიებები შემაჯამებელ კონცერტში მონაწილეობდნენ ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები. საახალწლო ღონისძიებების  ფარგლებში კონცერტი პარალელურად გაიმართა,  მახუნცეთის კულტურის სახლსა და კვაშტის სასოფლო კლუბში. საახალწლო ღონისძიებებისთვის ქედის მერიამ 12 ათასი ლარი დახარჯა.