კორპუსში ელექტროღუმელს ცეცხლი გაუჩნდა 

13 იან 2019

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ელექტროღუმელს ცეცხლი გაუჩნდა. 

ადგილზე სახანძრო სამსახურის ბრიგადა გამოიძახეს. ცეცხლი მაშველებმა რამდენიმე წუთში ჩააქრეს.

თვითმხილველების თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.