წინასაარჩევნო პლაკატები ამ დრომდე არ ჩამოუხსნიათ

13 იან 2019

ბათუმის ქუჩებში წინასაარჩევნოდ გაკრული პლაკატები ამ დრომდე ჩამოსახსნელია. კანონის თანახმად პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო აგიტაციის შემცველი მასალისგან  შენობები 2 კვირის ვადაში უნდა  გაასუფთაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქის მერიამ საჯარიმო სანქცია უნდა აამოქმედოს.  

მერიაში კი ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებიათ. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე პარტიები მხოლოდ გააფრთხილეს.