08 იან 2019
დაზიანებული ცენტრალური გზა მახვილაურში, ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ავტობანის მშენებლობის გამო, ტექნიკამ გზა დააზიანა. ასევე გადათხრილია სკოლასთან მისასვლელიც. კომპანიაში კი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.