შეცვლილი სარეზერვო განაკვეთი

01 აგვ 2016

დოლარში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნები გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 16 ივნისიდან, 1 წლამდე ვადით  ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმად ნაცვლად 10-ისა,  7% განისაზღვრა.  უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი, სარეზერვო ნორმა პირიქით - 15-დან 20%-მდე გაიზარდა. დედოლარიზაციის პროცესი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  პირველ რიგში,  ლარის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდით ახსნა.  ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დედოლარიცაზიით მეანაბრეები ზარალდებიან. ნაწილი გადაწყვეტილების დადებით მხარეზე საუბრობს.