არშემდგარი სხდომა

01 აგვ 2016

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ე.წ.-ული კაბელებისა და უგულავას გაერთიანებული სარჩელის განხილვა უნდა განეახლებინა, თუმცა მედიის კამერებთან დღეს დილით მხოლოდ 3  მოსამართლე გამოჩნდა. “კვორუმის არარსებობის გამო სხდომა გადაიდო”  - ეს სასამართლოს ოფიციალური წერილობითი განმარტებაა. დაცვის მხარის ადვოკატები სხდომის გადადებას საბოტაჟის მცდელობად აფასებენ. გიორგი პაპუაშვილს დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი  არ გაუკეთებია.