სეზონური გრიპის გართულებული ფორმა ხულოში არ გამოვლენილა

29 დეკ 2018

გრიპის ვირუსის შემთხვევა ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში არ დაფიქსირებულა.  კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით,  მაღალმთიანეთში ტემპერატურის დაცემას მიუხედავად პაციენტთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად არ მომატებულა. 

ჩვეულ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებიც.