29 დეკ 2018
დაგეგმილი 43 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 40 განხორციელდა წელს ხულოს მუნიციპალიტეტში. ორი გარდამავალი კი მომავალ წელს დასრულდება.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ 2018 წელს მხოლოდ ერთი პროექტი ვერ შესრულდა. ღონისძიებები ძირითადად წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებას, კეთილმოწყობით სამუშაოებს, საბავშვო ბაღების მშენებლობასა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებდა.