28 დეკ 2018
წინასაახალწლოდ აგვისტოს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მონაწილე ვეტერანებს საჩუქრები გადასცეს, დაჯილდოვდნენ საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები.
შეხვედრა ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველო და სამშენებლო კომპანია „ჰორიზონს გრუპის „ ინიციატივით გაიმართა. მას მთავრობის წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.