ზღვისპირა ქალაქი პირველად წინა საახალწლო - საშობაო ბაზრობას მასპინძლობს

28 დეკ 2018

დღეს 20 საათზე პოპულარული იტალიელი მომღერლის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. ინგ-რიდმა რეპეტიცია უკვე გაიარა. ბათუმის ბულვარი საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებითაა გაფორმებული. ზღვისპირა ქალაქი პირველად წინა საახალწლო - საშობაო ბაზრობას მასპინძლობს. 

ბულვარის ცენტრალური ნაწილი დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გადაიქცა. კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები, ანიმატორები, გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და საბავშვო ანიმაციური გმირები სახალისო აქტივობებით.