გრიპის ვირუსის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირას იმუშავებენ

27 დეკ 2018

გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების მიზნით, ხვალ და ზეგ,   ბათუმის ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, მათ შორის მახინჯაურისა და ხელვაჩაურის სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს 10-დან 14 საათამდე მოემსახურებიან.

საჭიროების შემთხვევაში მორიგეობა სხვა დღეებშიც გაგრძელდება. აჭარის   ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს ოჯახის ექიმს.