29 და 30 დეკემბერს   ''საქართველოს რკინიგზა''  ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

26 დეკ 2018

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, ''საქართველოს რკინიგზა“ ბათუმისა და ზუგდიდის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. 

29 და 30 დეკემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი რეისი შემდეგი განრიგით ჩაინიშნა: მატარებელი თბილისიდან 10:30 წუთზე გავა, 15:30 წუთზე კი ბათუმში იქნება. ბათუმიდან კი მგზავრები 17:10 წუთზე თბილისის მიმართულებით  გაემგზავრებიან.

ასევე რჩება ის სტანდარტული რეისებიც, რომელიც ყოველდღიურად სრულდება.

''28, 29, 30 და 31 დეკემბერს რეისები შესრულდება თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 29 და 30 დეკემბერს.  ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები'' - წერია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რკინიგზის ცხელი ხაზის ოპერატორმა უთხრა, რომ ბილეთის ფასი დამატებით რეისებზეც იგივე იქნება.