ანტისანიტარია და სიცივე საზაფხულო თეატრში 

26 დეკ 2018

ბათუმის საზაფხულო თეატრში არსებულ ანტისანიტარიასა და სარეპეტიციოდ შეუსაბამო გარემოზე საუბრობენ  ბიგ ჯაზ ბენდის წევრები. ბენდის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, სიცივის გამო რეპეტიციას ვერ ატარებენ , რადგან დარბაზში გათბობა არაა და საახალწლო კონცერტისთვის სამზადისი შეფერხებულია.

მისივე  ინფორმაციით, გათბობის სისტემა ევროპის მოედანზე მთავარ სცენასთან გადაიტანეს. კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი საბაშვილი კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს , ქალაქის მერი ლაშა კომახიზე კი ირწმუნება, რომ საკითხს შესაბამისი უწყებები მიაქცევენ ყურადღებას.