გენერალური პროკურორი კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს შეხვდება

25 დეკ 2018

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე დღეს კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს, 15 საათზე შეხვდება. შალვა თადუმაძესთან შეხვედრის თხოვნით პროკურატურაში განცხადება კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა  ამირან გიგუაშვილმა წარადგინა.