აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა წლის შემაჯამებელი კონცერტი გამართა

22 დეკ 2018

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა წლის შემაჯამებელი კონცერტი გამართა. შემოქმედებითმა ჯგუფმა მაყურებელს ტრადიციულ პროგრამასთან ერთად ახალი  ნამუშევრებიც შესთავაზა. საანგარიშო - საახალწლო კონცერტი ანსამბლის რამდენიმე თაობა მონაწილეობდა.

“არსიანის“ დასის გარდა პროგრამა წარადგინა ანსამბლის მოსამზადებელმა ქორეოგრაფიულმა, მომღერალთა და ხალხური საკრავების, ასევე სკოლა სტუდიის და  ჯგუფებმა და ბავშვთა ანსამბლმა. კონცერტი დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა და 24 ნომერი შესრულდა. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა 2018 წელს ტურნე გამართა როგორც  საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. გასტროლები ჰქონდათ რამდენიმე ქვეყანაში.