ვახტანგ ჩიტაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

22 დეკ 2018

ქართულ ჭიდაობაში ვახტანგ ჩიტაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  შეჯიბრება გაიმართა. ხულოს სასპორტო სკოლაში წლის დასკვნით  ტურნირში სპორტსმენები  აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან  მონაწილეობდნენ.

ღონისძიება აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით  გაიმართა. გამარჯვებულები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.